“თუ ზალკალიანის მთავრობაში გადმოყვანა, კოალიციური მთავრობის შექმნის მცდელობაა, მისასალმებელია”

„მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, კახა ძაგანიას შეფასებით, დავით ზალკალიანის მთავრობაში დაბრუნება, თუ კოალიციური მთავრობის შექმნას გულისხმობს, მისასალმებელია.

როგორც ძაგანიამ „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, თუ ხელისუფლება ეროვნულ, ქართულ საქმეს დაადგება და ქვეყნის მშენებლობის საქმეში პასუხისმგებლობას ყველა პოლიტკურ ძალას გადაუნაწილებს, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. თუმცა პოლიტიკოსმა აქვე დასძინა, რომ თუ ზალკანიანის საგარეო საქმეთა მისინსტის მოადგილის თანამდებობაზე გადმოყვანა მიზნად ოპოზიციური პარტიის დაშლას ისახავს, ეს ძალიან ცუდი პროცესი იქნება.

„საქართველოში ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო შეექმნა კოალიციური მთავრობა და თუ დავით ზალკალიანის მთავრობაში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გადმოყვანა, კოალიციის მთავრობის შექმნის მცდელობას ნიშნავს, მისასალმებელია. საჭიროა, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს ოპოზიცია და ოპოზიციამაც გაიზიაროს ქვეყნის მშენებლობის პასუხისმგებლობა. ოპოზიცია არ უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის შექმნილი, რომ აკრიტიკოს, აგინოს და ნეგატიური ამბები გამოავლინოს ხელისუფლების ნამუშევარიდან. მაგრამ, თუ ზალკანიანის გადმოყვანა მიზნად ისახავს ოპოზიციური პარტიის დაშლას, ეს ძალიან ცუდი პროცესია. ამ პროცესით დაკავებული იყო წინა ხელისუფლება და ყველამ კარგად ვნახეთ, თუ როგორ დაამთავრა მან“, – განაცხადა კახა ძაგანიამ.

banner
წინა სტატიაში„ზალკალიანთან დაკავშირებით, პრემიერი გადაწყვეტილებას ჩემი წარდგინების საფუძველზე მიიღებს“
შემდეგი სტატიაეკა ბესელია ალეკო ელისაშვილს და ელისო კილაძეს სასამართლოში უჩივის