ეკა ბესელია ალეკო ელისაშვილს და ელისო კილაძეს სასამართლოში უჩივის

ეს არის ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევა

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილსა და ჟურნალისტ ელისო კილაძეს სასამართლოში უჩივის. სარჩელს თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 12:00 საათზე, ეკა ბესელიას ადვოკატი გიგა კვერენჩხილაძე შეიტანს. როგორც გიგა კვერენჩხილაძემ განაცხადა, სასარჩელო მოთხოვნაა, ელისაშვილს და კილაძეს დაევალოთ გამოაქვეყნონ ის გადაწყვეტილება, რასაც მათ წინააღმდეგ სარჩელზე სასამართლო მიიღებს. “ისინი მედიის მეშვეობით ეკა ბესელიას მიმართ, არაერთ ცილისმწამებლურ განცხადებას აკეთებენ, მათ შორის ადანაშაულებენ ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულების მფარველობაში და ფულის აღებაში. სარჩელით მოვითხოვთ სახელისგამტეხი განცხადებების უარყოფას”, – განაცხადა გიგა კვერენჩხილაძემ.

banner
წინა სტატიაში“თუ ზალკალიანის მთავრობაში გადმოყვანა, კოალიციური მთავრობის შექმნის მცდელობაა, მისასალმებელია”
შემდეგი სტატია,,დაღესტანში დაკავებული ქართველების გადმოცემაზე რუსეთთან კომუნიკაცია შედგა”