„ზალკალიანთან დაკავშირებით, პრემიერი გადაწყვეტილებას ჩემი წარდგინების საფუძველზე მიიღებს“

საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, დავით ზალკალიანის კანდიდატურა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე განიხილება.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, ამ ეტაპზე საგარეო უწყებაში პირველი და კიდევ ერთი მოადგილის პოსტებია ვაკანტური.

„ამასთან დაკავშირებით, ზალკალიანმა კომენტარი გააკეთა. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის მიერ, ჩემი წარდგინების საფუძველზე მიიღება. ზალკალიანის კანდიდატურა პირველი მოადგილის პოსტზე განიხილება, რაც შეეხება მეორე მოადგილის კანდიდატურას, ამაზე კონსულტაციები მიმდინარეობს“, – განაცხადა ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაში“კავკასიონზე, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემზე პრობლემა უკვე მოგვარებულია”
შემდეგი სტატია“თუ ზალკალიანის მთავრობაში გადმოყვანა, კოალიციური მთავრობის შექმნის მცდელობაა, მისასალმებელია”