“თუ ვინმემ არ იცის რას ნიშნავს თაღლითი, უნდა აჩვენო ივანიშვილი”

“გზავნილი არის მარტივი – ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი დამარცხდეს. დამარცხებულია მე რომ მკითხოთ, უბრალოდ გასაფორმებელია. ეს არ იყო ძლიერი ადამიანის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ეს იყო სუსტი ადამიანის საქციელი, დღეს რაც გააკეთა. კლასიკური თაღლითი, თაღლითის ილუსტრაცია, პერსონიფიკაცია. თუკი არ იცის ვინმემ რას ნიშნავს თაღლითი ადამიანი, უნდა აჩვენო უბრალოდ ივანიშვილი. ამას მოჰყვება აუცილებლად ადეკვატური პოლიტიკური პასუხი, ეს როგორი იქნება, ამას ბევრი მსჯელობა არ დასჭირდება. რა იქნება სტრატეგია და ტაქტიკური მონახაზი, ამაზე ახლა ვიმსჯელებთ, შევთანხმდებით საზოგადოებასთან ერთად აუცილებლად.

ჩვენ ვთანხმდებით, რომ სიმართლე არის უმნიშვნელოვანესი, ვთანხმდებით, რომ თავისუფალი ქვეყანა გვინდა. ბიძინა ივანიშვილი შეთანხმდა თავის გუნდთან ერთად, რომ ისინი თანხმდებიან უზნეობის გარშემო და თაღლითობის გარშემო. რამხელა ცინიზმი დევს იმ მოცემულებაში, რომ თურმე “ქართული ოცნების” ის დეპუტატები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას, ისინი რჩებიან უმრავლესობაში და ადამიანები, რომლებიც ეთანხმებიან, მიდიან.

ბიძინა ივანიშვილს მოუწევს საზოგადოების დიქტატით ხელმძღვანელობა, მანამ სანამ მას მართვის სადავეები აქვს ხელთ,”- აცხადებს ნიკა მელია.

banner
წინა სტატიაში“მეტი არჩევანი არ დაგვიტოვა ივანიშვილმა გარდა იმისა, რომ ქუჩაში დავდგეთ”
შემდეგი სტატიასაპასუხო რეაქცია-აქციაზე “სირცხვილია” კახა კალაძეს შუა თითი უჩვენეს