“მეტი არჩევანი არ დაგვიტოვა ივანიშვილმა გარდა იმისა, რომ ქუჩაში დავდგეთ”

”ჩვენ ვიმუშავებთ ბოლო წვეთამდე, ბოლო საათამდე”- ზაალ უდუმაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დღევანდელი გადაწყვეტილებით ოპოზიციურ პარტიებს შორის ზღვარი ჩამოიშალა.

“ერთ-ერთი უმძიმესი დღე იყო “ქართული ოცნებისთვის” და ბიძინა ივანიშვილისთვის. დღეს ივანიშვილმა გააკეთა საბოლოო არჩევანი, თავი დააყენა ერთ მხარეს და სრულიად საქართველო მეორე მხარეს – პოლიტიკური სპექტრი, არასამთავრობო სექტორი, საზოგადოება მთლიანად. მე მინდა ყველას შევახსენო, 20 ივნისის შემდეგ, როცა ბიძინა ივანიშვილმა პირობა დადო, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა, ეს პირობა “ნაციონალური მოძრაობისთვის” და “ლეიბორისტული პარტიისთვის” კი არ მიუცია, ეს პირობა მისცა საზოგადოებას. იმ ხალხს, რომელიც ქუჩაში იდგა მაშინ, მაგრამ ეს პირობაც, როგორც დანარჩენი მისი პირობები 7 წლის მანძილზე, საპნის ბუშტივით გასკდა,“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ქვეყანას ჰყავს მმართველი, რომლის სიტყვას ფასი არ აქვს”-ნინო გოგუაძე
შემდეგი სტატია“თუ ვინმემ არ იცის რას ნიშნავს თაღლითი, უნდა აჩვენო ივანიშვილი”