საპასუხო რეაქცია-აქციაზე “სირცხვილია” კახა კალაძეს შუა თითი უჩვენეს

აქციაზე “სირცხვილია” კახა კალაძეს შუა თითი უჩვენეს.

აქციის ორგანიზატორებმა ეს თბილისის მერის დღევანდელი ჟესტის საპასუხოდ გააკეთეს – კალაძემ დემონსტრანტებს, რომლებიც პარლამენტთან პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას დილიდან აპროტესტებენ, სწორედ შუა თითი უჩვენა.

კადრის გადაღება ტელეკომპანია “ფორმულამ” მოახერხა.

მოგვიანებით კალაძემ განმარტა, რომ მისი ეს ჟესტი აქციის მონაწილეებისკენ მიმართული არ ყოფილა და შუა თითი თავის მეგობრებს უჩვენა.

 

banner
წინა სტატიაში“თუ ვინმემ არ იცის რას ნიშნავს თაღლითი, უნდა აჩვენო ივანიშვილი”
შემდეგი სტატიააშშ-ის საელჩო – გული გვწყდება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს „ქართული ოცნების“ დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი