“თუ თქვენ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემა არის” – ზურაბიშვილმა “ვაჟკაცობა” განმარტა

დავიღალე რამდენიმე ტელევიზიისგან ბულინგით ჩემ მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„თუ თქვენ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემაა. თუ ვერ კითხულობთ წინადადებას ბოლომდე, თქვენი პრობლემაა და მცდელობა, რომ გამასაღოთ მოძალადედ, არის ძალიან სასაცილო, სატირალი რომ არ იყოს. თუ ვერ გაიგეთ, წაიკითხეთ, თქვენ უნდა ისწავლოთ კითხვა. არ მითქვამს, რომ ერთი-ერთზე ძალადობა კარგია, თუ რაღაც. ერთი-ერთზე ვთქვი, არ მითქვამს არც ჩხუბი, ვთქვი ვაჟკაცობა არის ერთი -ერთზე და ერთი-ერთზე არის ცხოვრებაში ყველაფერი. ლაპარაკი, სიყვარული ალბათ არ იცით. არ მითქვამს, არც ჩხუბი, არც გარჩევა. ვთქვი ის, რომ ვაჟკაცობა არ არის ძალადობაში, არ არის ჯგუფურ ძალადობაში, ვაჟკაცობა არის აღიარებაში და ამაზე უნდა გეფიქრათ. ვაჟკაცობა არის მონანიებაში, მეტი არაფერი მაქვს სათქმელი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კომენტარი გააკეთა. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა:„ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, ძალადობა არის მიუღებელი, ძალიან არაქართული“.

„ჯერ ერთი, არ ვიცოდი, რომ ამდენი გამომძიებელი იყო საქართველოში. მე არ გახლავართ გამომძიებელი და არც ვაპირებ გადავიქცე გამომძიებლად. სხვათა შორის, პროკურატურას რომ მივანდოთ ეს საქმე და ყველა არ ერეოდეს, უფრო კარგი იქნებოდა და უფრო სწრაფად წავიდოდა წინ საქმე.

კიდევ ერთი რამე მინდა, ვთქვა და ეს არის უფრო მნიშვნელოვანი, რომ მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე. ძალადობა ადამიანებზე არის მიუღებელი, ძალიან არაქართული და ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ღირებულებებს. უფრო დიდი ვაჟკაცობა ვიცი მე, ეს არის აღიარება. კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობა, ეს არის აღიარება. ამიტომ, ამაზე დავფიქრდეთ ყველა, ჩვენ ასე უნდა გავზარდოთ ჩვენი ახალგაზრდები და არა ტყუილით, დამალვით, არა ჯგუფური ძალადობით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : დისტანცირება და კლასებში პირადი ჰიგიენის დაცვა იქნება საშუალება, რომ დაავადება არ გავრცელდეს
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – „კოვიდის“ კრიზისი საქართველოსთვის რთული გამოცდილება აღმოჩნდა, გეტყვით, რომ ჩვენ ეს ტესტი გავიარეთ