მარინა ეზუგბაია : დისტანცირება და კლასებში პირადი ჰიგიენის დაცვა იქნება საშუალება, რომ დაავადება არ გავრცელდეს

შერეული მეთოდით სწავლება, მაგალითად დღეგამოშვებით გაყოფილი კლასები და მეორე ნახევრის ონლაინრეჟიმში სწავლება, არის საშუალება, რომლითაც სკოლებმა შესაძლოა, ფუნქცია დაიბრუნონ, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, დისტანცირება და კლასებში პირადი ჰიგიენის დაცვა იქნება საშუალება, რომ არ მოხდეს დაავადების გავრცელება.

„იმის თქმა, რომ ჩვენთან შემთხვევები არ იქნება რა თქმა უნდა, არასერიოზული განცხადება იქნება, რადგან ჩვენ გარშემო ქვეყნები რა დღეში არიან, კარგად ვხედავთ. ჩვენთან არსებული სიტუაცია რომ შევინარჩუნოთ, უნდა დავიცვათ რეგულაციები“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერმა სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაცია გამართა
შემდეგი სტატია“თუ თქვენ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემა არის” – ზურაბიშვილმა “ვაჟკაცობა” განმარტა