„თუ რუსული კანონი იქნება მიღებული, ჩვენ აღმოვჩნდეით რუსულ ჭაობში“ – ივანე ბურდული

“წალენჯიხის მუნიციპალიტეტი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომელიც სრულად და განუხრელად იცავს კონსტიტუციის 78-ე მუხლს“, – აცხადებს წალენჯიხის მერის მოდგილე ივანე ბურდული.

მისივე თქმით, წალენჯიხა ერთადეთი მუნიციპალიტეტია, სადაც საუბრები იმართება მოსახლეობასთან.

„ვცდილობთ,მოსახლეობას ავუხსნათ, თუ რა საფრთხეების შემცველია ხელისუფლების მხრიდან რუსული კანონის მიღება და რა სიკეთეებს დაკარგავენ მუნიციპალიტეტები, თუკი ეს კანონი იქნება მიღებული.

ხალხს ვაწვდით ინფორმაციას, რა სფეროებია დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, ევროკავშირისა და აშშ-ს მხრიდან. ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, სპორტი, დაცული ტერიტორიები, ეკლესია-მონასტრები და სხვა მრავალი არის სწორედ ამ არასამთავრობო, დონორების, ჩვენი მეგობრებისა და სტრატეგიული პარტნიორი ორგანიზაციების მიერ საქართველოში და ეს სიკეთეები თითოეულ ოჯახშია შესული.

თუ რუსული კანონი იქნება მიღებული, ეს სიკეთეები შესაძლოა, ხვალ და ზეგ აღარ იყოს და ჩვენ აღმოვჩნდეთ რუსულ ჭაობში. არა რუსეთს!“ -აღნიშნა ივანე ბურდულმა.

 

banner
წინა სტატიაშიგორში დღეს აქცია გაიმართება
შემდეგი სტატია„დღეს სამშობლო განსაცდელშია და საჭიროა სამოქალაქო თვითშეგნება, რომ დავდგეთ ჩვენი შვილების და ისტორიისთვისაც ნათელ მხარეს“ – თამარ ბელქანია რუსულ კანონზე