„დღეს სამშობლო განსაცდელშია და საჭიროა სამოქალაქო თვითშეგნება, რომ დავდგეთ ჩვენი შვილების და ისტორიისთვისაც ნათელ მხარეს“ – თამარ ბელქანია რუსულ კანონზე

“ჩვენი შვილები აუცილებლად გვკითხავენ, რას ვაკეთებდით მაშინ, როდესაც ამ კანონის მიღება და ინიცირება ხდებოდა და ძალიან რთული იქნება, მათ თვალებში ჩავხედოთ და ავუხსნათ, რა მოხდა,“ – ამბობს წალენჯიხის მერის მოდგილე თამარ ბელაქანია და დასძენს, რომ აქ იმაზე მეტზე საუბარი, ვიდრე ერთი საჯარო მოხელის სამსახურია.

„არსებობს უზენაესი სამსახური და ეს არის ქვეყნის სამსახურში ყოფნა და იმ ადამიანების წინაშე პასუხისმგევლობა,რომლებიც შეეწირნენ ქართულ სახელმწიფოს მშენებლობას. დღეს სამშობლო განსაცდელშია და საჭიროა სამოქალაქო თვითშეგნება, რომ დავდგეთ ჩვენი შვილების და ისტორიისთვისაც ნათელ მხარეს და ეს ნათელი მხარე არის ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და დამოუკიდებლად გადაწყვეტა, რა კანონი სურს ხალხს და ვისთან სურს, რომ ჰქონდეს რაიმე ტიპის ხელშეკრულება გაფორმებული, რათა აგენტები არ ვეძახოთ ერთმანეთს, ანუ რაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტსა და სართოდ, სახელმწიფოში არის გაკეთებული, ყველაფერი ჩვენი ევროპელი პარტნიორების თანადგომითაა. ჩვენ საზღვრისპირა მუნიციპალიტეტი ვართ და განსაკუთრებით გვმართებს სახელმწიფოებრივი პოზიცია. არა რუსულ კანონს, ჩვენი ისტორიული მოცემულობა თავისუფალ საზოგადოებში თავისუფალ ქვეყნებთან თანამეგობრობაა” – ამბობს თამარ ბელქანია.

banner
წინა სტატიაში„თუ რუსული კანონი იქნება მიღებული, ჩვენ აღმოვჩნდეით რუსულ ჭაობში“ – ივანე ბურდული
შემდეგი სტატიაგათენდა და ისევ ხელისუფლებაში არიან მაგრამ მინდა დავარწმუნო თითოეული მათგანი, რომ ეს ყველაფერი დროებითია და ასე დიდხანს არ გაგრძელდება – მანჯგალაძე