გორში დღეს აქცია გაიმართება

“არა რუსულ კანონს”,- გორში აქცია გაიმართება

რუსული კანონის წინააღმდეგ გორში მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები ადგილობრივებს მოუწოდებენ დღეს, 19 საათზე, ლომჭაბუკის სკვერში შეუერთდნენ სახალხო პროტესტს და გამოხატონ საკუთარი პოზიცია რუსული კანონის წინააღმდეგ.

“ჩვენ, გორელები, მხარს ვუჭერთ ახალგაზრდებს, ვინც ქუჩაში დგას და აპროტესტებს რუსულ კანონს;
ჩვენც, გორშიც, ყოველდღე ვიდგებით ქუჩაში, არ დავიღლებით პროტესტით, სანამ ამის საჭიროება იქნება;
ვიკრიბებით ყველა, ლომჭაბუკი სკვერში – Gen Z, მილენიალელები, Gen X და Baby Boomers – ყველა – რუსული კანონის წინააღმდეგ!”,-ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისაგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო
შემდეგი სტატია„თუ რუსული კანონი იქნება მიღებული, ჩვენ აღმოვჩნდეით რუსულ ჭაობში“ – ივანე ბურდული