არასახელმწიფო ენაზე შედგენილი მენიუს გამო ბათუმში რამდენიმე კვების ობიექტი დააჯარიმეს

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მათ მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 6 მოვაჭრეს ჯარიმა დაეკისრა. საქმე ეხება “მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტს, კერძოდ, დაჯარიმდნენ ობიექტები, რომლებსაც მენიუ ქართულ ენაზე არ ჰქონდათ შედგენილი და გაფრთხილების მიუხედავად აღნიშნული არ შეცვალეს.

“სააგენტოს მიერ წარმოებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შესრულდა. შესაბამისად, ი/მ მარია კალუსტიანს – 600 ლარი, შპს “დარიას” – 1 088.27 ლარი, ი/მ ვლადისლავ კირიაკოვს – 600 ლარი, ი/მ ალეკსანდრ ვასილევის – 600 ლარი, შპს “ინვესტ ინ ჯორჯიას” – 1 789.22 ლარი და შპს “ჰარვიდენტის” – 600 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა”, – წერია განცხადებაში.

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის ნოემბერში ბათუმში კვებითი მომსახურების სექტორში 9 მოვაჭრეს დარღვევის ფაქტი დაუდგინა.

banner
წინა სტატიაშითუ რუსეთის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ამ ომში მას მხოლოდ ლოდინი სჭირდება და ჩვენ დავთმობთ, მაშინ არასწორად გათვალა – შოლცი
შემდეგი სტატიაავღანეთში ტერორისტმა თავი აიფეთქა