“თუ ქართული სასამართლო იტყვის, რომ მინისტრს არ აქვს უფლება ექსტრადიცია განახორციელოს, ამით ეს საქმე დაიხურება”- წულუკიანი ჩაბუქის საქმეზე

იუსტიციის მინისტრი საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებებს პასუხობს

„პროცედურები, ყოველთვის წყდება საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან,“ – ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა დემირელის კოლეჯის ხელმძღვანელის მეუღლის, თუბა ჩაბუქის წერილთან დაკავშირებით გააკეთა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლემ თეა წულუკიანს წერილით მიმართა, სადაც ის იუსტიციის მინისტრისგან, ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირებაზე უარს ითხოვს, რადგან მას ის წამება ელოდება.

წულუკიანი ამბობს, რომ ის სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით იმოქმედებს.

„გავეცანი ქალბატონი ჩაბუქის წერილს, მე მინდა საზოგადოებას, მათ შორის მას, ვუთხრა ის, რაც ბევრჯერ მითქვამს, რომ ექსტრადიციის პროცედურები, ყოველთვის წყდება საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და ფასდება სხვდასხვა კომპონენტი პროცედურების, მათ შორის არის ის, რომ საქმე უნდა იყოს სამართლებრივად გამართული, რომელიც სისხლის სამართლის უცხოეთიდან შემოსილი საქმეა, და რა თქმა უნდა, ხდება იმ ინტერესების ბალანსი, რაც შეიძლება არსებობდეს ადამიანის უფლებების კუთხით და აქ სტრასბურგის პრეცედენტი არის აბსოლუტურად ნათელი.

“შესაბამისად, როგორც ადრე ვთქვი, ჩვენ ველოდებით ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუკი საქართველოს სასამართლოები იტყვიან, რომ მინისტრს აქვს უფლება გადასცეს, ასეთ შემთხვევაში, იმ კრიტერიუმებით მივიღებ გადაწყვეტილებას, რომელიც უკვე ჩამოვთვალე, თუ ქართული სასამართლო იტყვის, რომ მინისტრს არ აქვს უფლება ექსტრადიცია განახორციელოს, ამით ეს საქმე დაიხურება,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიკომპანია „ბადაგონის“ ადვოკატი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიასამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ოჯახებს ყოველთვიურად ათასლარიანი კომპენსაცია დაუწესდებათ