სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ოჯახებს ყოველთვიურად ათასლარიანი კომპენსაცია დაუწესდებათ

2018 წლის 1 ივნისიდან, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვლილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების თანამშრომელთა ოჯახის წევრებს ყოველთვიურად ათასლარიანი კომპენსაცია დაუწესდებათ.

საუბარია იმ თანამშრომლებზე, რომლებიც სტიქიური უბედურების სალიკვიდაციო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდნენ.

შესაბამისი ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიცირებულია, რომლის ავტორი და ინიციატორიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან.

ინიციატორთა ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა ეროვნული სატყეო სააგენტოს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს 5 თანამშრომელი. კერძოდ, 2011 წელს – 1 თანამშრომელი, 2012 წელს – 1 თანამშრომელი, 2016 წელს – 2 თანამშრომელი და 2017 წელს – 1 თანამშრომელი.

რაც შეეხება გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, თანამშრომლის დაღუპვის, ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვალების ფაქტები არ ყოფილა.

banner
წინა სტატიაში“თუ ქართული სასამართლო იტყვის, რომ მინისტრს არ აქვს უფლება ექსტრადიცია განახორციელოს, ამით ეს საქმე დაიხურება”- წულუკიანი ჩაბუქის საქმეზე
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი – ტაქსებით დაწყება იგივეა, რაც სახლის შენება სახურავიდან