თუ მოხდა სამი არამოსამართლე წევრის გაწვევა, ეს იქნება კანონის უხეში დარღვევა

“აბსურდულია, როდესაც შენ ითხოვ, რომ სამსახურიდან გაათავისუფლო ადამიანები მის მიერ გამოხატული პოზიციის გამო,” – ამ განცხადებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ლევან მურუსიძე, ევროპული საქართველოს ინიციატივას ეხმაურება.

ინიციატივა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან საბჭოს სამი არამოსამრთლე წევრის გაწვევის მოთხოვნას ეხება. ესენი არიან ლევან გზირიშვილი, ზაზა ხარებავა და შოთა ქადაგიძე.

ლევან მურუსიძე ამბობს, რომ საბჭოდან არამოსამართლე წევრის გაწვევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საკუთარ საქმიანობას არაჯეროვნად ასრულებს.

„არამოსამართლე წევრის გაწვევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არაჯეროვნად ასრულებს თავის მოვალეობას. ამიტომ მოვუწოდებდი ჩვენს დეპუტატებს ევროპული საქართველოდან, კარგად გაიაზრონ, რას ნიშნავს არაჯეროვანი შესრულება და აბსურდულია, როდესაც შენ ითხოვ, რომ სამსახურიდან გაათავისუფლო ადამიანები მის მიერ გამოხატული პოზიციის გამო. თუ ეს მოხდა, ეს იქნება იმდენად უხეში დარღვევა კანონის, იმდენად უხეში ჩარევა სასამართლო სისტემის საქმიანობაში, რომ მე, უბრალოდ, წარმოდგენაც კი მიჭირს,“ – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

banner
წინა სტატიაშისამხედრო გემების ვიზიტები ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის განმტკიცებას რეგიონში
შემდეგი სტატიაფაქტობრივად, იუსტიციის სკოლა აწარმოებს ჯარისკაცებს კლანის შემადგენლობისთვის