სამხედრო გემების ვიზიტები ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის განმტკიცებას რეგიონში

შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ სამხედრო გემების ვიზიტები ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის განმტკიცებას რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა.

როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, აშშ-ის, ასევე ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნების მხრიდან სამხედრო გემების ვიზიტი საქართველოში მიმართულია იმისკენ, რომ ერთობლივი ძალისხმევით გაკეთდეს მაქსიმუმი, რათა საქართველო იყოს დაცული ყოველგვარი საფრთხისგან.

„როდესაც დაცულობის მაღალ ხარისხზე ვსაუბრობ, მათ შორის სამხედრო კომპონენტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი. დინამიკა, რომელიც გვაქვს, განსაკუთრებით წელს, როგორც ამერიკასთან ასევე ნატო-ს წევრ სხვა ქვეყნებთან, არის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის თვალსაზრისით უპრეცენდენტო, კერძოდ ეს არის რიგით მეორე სამხედრო ხომალდი. ერთი კვირის წინ ვმასპინძლობდით ნატო-ს ოთხ სამხედრო ხომალდს. ვიზიტები წლის განმავლობაში გაგრძელდება. მიუხედავად რუსეთის რეაქციისა, კიდევ ერთხელ შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ აღნიშნული სამხედრო თანამშრომლობა, სამხედრო გემების ვიზიტები ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის განმტკიცებას რეგიონში“, – განაცხადა იზორიამ.

banner
წინა სტატიაშიცოტა გულდაწყვეტილი ვართ, რადგან მოსამართლეებთან დაკავშირებულ კანონში რეკომენდაციების გათვალისწინება ადეკვატურად და სრულად არ მოხდა
შემდეგი სტატიათუ მოხდა სამი არამოსამართლე წევრის გაწვევა, ეს იქნება კანონის უხეში დარღვევა