ფაქტობრივად, იუსტიციის სკოლა აწარმოებს ჯარისკაცებს კლანის შემადგენლობისთვის

“ფაქტობრივად, იუსტიციის სკოლა აწარმოებს ჯარისკაცებს კლანის შემადგენლობისთვის,” – ეს განცხადება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ, გააკეთა.

მისი თქმით, იუსტიციის სკოლა დამოუკიდებელი ორგანო უნდა გახდეს, თუმცა, “პარლემენტის თავმჯდომარის თაოსნობით წარმართულმა პროცესებმა ამის შესაძლებლობას არ მისცემს”.

„დღეს იუსტიციის სკოლაში ვინც ჩაირიცხება, ამას განსაზღვრას იუსტიციის საბჭო. ფაქტობრივად, იუსტიციის სკოლა აწარმოებს ჯარისკაცებს კლანის შემადგენლობისათვის მომავალში. იუსტიციის სკოლა უნდა გახდეს დამოუკიდებელი და ძალიან მეეჭვება, რომ ირაკლი კობახიძის თაოსნობით წარმართულმა პროცესმა ამის შესაძლებლობა მოგვცეს,“ – განაცხადა ანა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშითუ მოხდა სამი არამოსამართლე წევრის გაწვევა, ეს იქნება კანონის უხეში დარღვევა
შემდეგი სტატიასასამართლო ლევან ჯიბღაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს