,,რატომ უნდა დაწესდეს კონსტიტუციაში შეზღუდვები მხოლოდ სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით”- ომბუდსმენი

“მე ვერ მოვისმინე თუ რატომ უნდა დაწესდეს კონსტიტუციაში შეზღუდვები მხოლოდ სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით, როცა სხვა არჩევით თანამდებობებზე მსგავსი შეზღუდვები არ არსებობს” – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ზოგადად საკონსტიტუციო კომისიის მუშაობზე კი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია საკითხებზე საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ვადა გახანგრძლივდეს და არ არის აუცილებელი მისი მუშაობა მხოლოდ რამდენიმე კვირით შემოიფარგლოს:

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში იყოს ჩართული მაქსიმალურად ბევრი ორგანო, ჯგუფი. რაც მთავარია ეს პროცესი არ უნდა იყოს ფორსირებული და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ პროცესი იყოს ინკლუზიური. აუცილებელი არ არის, რომ რამდენიმე კვირაში დაასრულოს კომისიამ მუშაობა. მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე, იქნებ თვე გაგრძელდეს იმ საკითხებზე მუშაობა, რისი განხილვის შესაძლებობაც კომისიის ფარგლებში არ ყოფილა“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა

banner
წინა სტატიაში“საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უხეში დარღვევა”- ჯანელიძე ოკუპირებულ აფხაზეთში ლავროვის ვიზტს აფასებს
შემდეგი სტატიათუ დავინახავთ, რომ ოცნება ჯიუტობს და არ ცვლის ფორმულირებას, ჩვენი ადგილი კომისიაში არ იქნება