“თუ ცოდვებით შეპყრობილი სასულიერო პირები არსებობენ, მეუფე პეტრემ ისინი უნდა დაასახელოს”-გიორგი ანდრიაძე

პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრი გიორგი ანდრიაძე აცხადებს, რომ საქართველოს ეკლესიაში მამათმავალი და ზნეობრივი ცოდვებით შეპყრობილი სასულიერო პირები თუ არსებობენ, ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრემ ცაავამ ისინი უნდა დაასახელოს, ეკლესიამ კი ეს პირები მოიკვეთოს.

„ასეთი პირები თუ არსებობენ, არიან ჯერ კიდევ კომუნისტების, შემდეგ შევარდნაძისა და სააკაშვილის დროს უშიშროების მიერ სპეციალურად ჩანერგილები. მათი მიზანი იყო ეკლესიის რეპუტაციის შელახვა. არ გამოვრიცხავ, ასეთი პირები არსებობდნენ, მითუმეტეს, როცა ამას აცხადებს მეუფე პეტრე, რომელიც არის ფაქტობრივად ახალაიების ოჯახის წევრი. მას უნდა ჰქონდეს ინფორმაციები მთელი იმ ფაშისტური მანქანის შესახებ, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი ერქვა“, – აცხადებს გიორგი ანდრიაძე.

ამასთან, ანდრიაძის აზრით, ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა საქციელი უნდა მოინანიოს.

„თუ ისევ იგივე ბრალდებები გაიმეორა, მარტივი ლოგიკაა, რათქმაუნდა, მთლიანად მოიკვეთება. უფრო სწორად, თვითონვე ვერ გაჩერდება ამ სივრცეში“,- განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.

banner
წინა სტატიაში“კარგი იქნებოდა, პასუხისმგებელ პირებს ცხინვალსა და მოსკოვში ბერლინის კედლის გაკვეთილები ესწავლათ”
შემდეგი სტატიაშს მინისტრი საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა