თუ ადამიანმა არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი, შეიძლება მას არ ჰქონდა ისეთი პრობლემა, რომ მაჟორიტარი დაჭირვებოდა – მაღრაძე

თუკი ადამიანმა არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი, შეიძლება ეს იმას მოწმობს, რომ მას არ ჰქონდა ისეთი პრობლემა, რომ მაჟორიტარი დაჭირვებოდა- ასე ეხმაურება NDI-ის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე.
“თუკი ადამიანმა არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი, შეიძლება ეს იმას მოწმობს, რომ მას არ ჰქონდა ისეთი პრობლემა, რომ მაჟორიტარი დაჭირვებოდა. ამ თვალსაზრისით ძალიან ბევრი ქვეყანაა, სადაც გარკვეულმა რაოდენობამ იცის ვინც პოლიტიკურად აქტიურია, მაგრამ მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი თავისი პრობლემებით არის დაკავებული. იგივე საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ. კონსტიტუცია კი ქვეყნის ძირითადი კანონია და შემდეგ ის მოქმედებს, როგორი იქნება ჩვენი ცხოვრება, მაგრამ თქვენ ხომ იცით, რომ არჩევნებზე მოსულთა საშუალო რიცხვი არის 50%-40%. ეს ერთის მხრივ, მიუთითებს, რომ ადამიანებს თავიანთი პრობლემები აქვთ, შეიძლება იმაზე მიუთითებს, რომ არ აინტერესებს იმიტომ, რომ არ აქვს იმედი, რომ ამით რაიმე შეიცვლება,“ – განაცხადა გუგული მაღრაძემ.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობამ, 59 %-მა არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე : ბაღების მენიუ გასაჯაროვდება, რათა გარკვეულმა ადამიანებმა საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანონ
შემდეგი სტატიასემეკ-მა კომპანიების მიერ მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტები გამოავლინა