სემეკ-მა კომპანიების მიერ მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტები გამოავლინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) „მისტიური მომხმარებლის“ პროექტის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა.

პროექტის ფარგლებში, რომელიც პირველად ჩატარდა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში, სს „თელასის“, შპს „ყაზტრანსგაზ თბილისისა“ და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ მოქალაქეებისთვის გაწეული მომსახურების პროცესი შემოწმდა.

კვლევის შედეგად გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად, კომპანიებს მიეცათ რეკომენდაციები და მათ შესასრულებლად ვადები განესაზღვრათ.

კვლევა მოიცავდა ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების განაცხადის ჩაბარებასა და ხუთი დღის განმავლობაში კომპანიების მიერ მათზე რეაგირებას.

„კვლევის შედეგად, გამოვლინდა ისეთი დარღვევები, როგორიცაა რიგი სამივე კომპანიის სათავო ოფისში სხვადასხვა სამუშაო საათებში; მოქალააქეს „თელასის“ მომსახურების ცენტრში უარი ეთქვა განაცხადის ჩაბარებაზე იმ მიზეზით, რომ მიერთების განაცხადი ბარდება მხოლოდ კომპანიის სათავო ოფისში; მოქალაქემ წინასწარ გადაიხადა მიერთების საფასური, რის შემდეგაც შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ უარი ეთქვა თანხის დაბრუნების თაობაზე განაცხადის ჩაბარებაზე და მოთხოვნილი იქნა ბეჭდით დამოწმებული ამონაწერი ბანკიდან, საბანკო რეკვიზიტების მითითებით. მომხმარებელმა ვერ ჩააბარა განაცხადი, მიუხედავად იმისა, რომ მიერთების განაცხადში მითითებული ჰქონდა საბანკო რეკვიზიტები, სადაც შესაძლო უარის შემთხვევაში მოხდებოდა თანხის დაბრუნება“, – ნათქვამია სემეკ-ის ინფორმაციაში.

დარღვევები დაფიქსირდა მოკლე ტექსტური შეტყობინებით ინფორმირების დროსაც.

banner
წინა სტატიაშითუ ადამიანმა არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი, შეიძლება მას არ ჰქონდა ისეთი პრობლემა, რომ მაჟორიტარი დაჭირვებოდა – მაღრაძე
შემდეგი სტატიაილია მეორის ნათლული კიდევ 708 ბავშვი გახდება