თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების თარიღი დღეს გაირკვევა

როდის ირჩევენ სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს – არჩევნების თარიღი დღეს გახდება ცნობილი. მას აკადემიური საბჭო დაასახელებს. უკვე ერთი საათია საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

დღესვე იგეგმება აკადემიური საბჭოს შეხვედრა სტუდენტური მოძრაობის წევრებთან, აუდიტორია 115-დან.

სტუდენტები აპირებენ საბჭოს დაუყოვნებლივი დაშლის მოთხოვნის დაყენებას. ისინი საბჭოს საქმიანობას და მის გადაწყვეტილებებს უნდობლობას უცხადებენ.

banner
წინა სტატიაში“ივანიშვილის მიერ შექმნილი მმართველი კოალიცია ჩამოიშალა”, – შალვა ნათელაშვილი
შემდეგი სტატია“ხელისუფლებას ყოველდღიურად უნდა შევახსენოთ, რომ ეს არის სერიოზული დანაშაული” – უჩა ნანუაშვილი ფარულ ჩანაწერებზე