“ივანიშვილის მიერ შექმნილი მმართველი კოალიცია ჩამოიშალა”, – შალვა ნათელაშვილი

დღეს, ჭოლას ნაცვლად ჟიურის მეხუთე წევრი არის შალვა ნათელაშვილი

პრესკონფერენცია გაიმართა ლეიბორისტული პარტიის ოფისში. შალვა ნათელაშვილის განცხადებით საქართველოში იწყება ახალი პოლიტიკური პროცესი და ლოგიკურია ის, რაც მოხდა მმართველ კოალიციაში.

“ფულის და ვერცხლის თაყვანისცემით ივანიშვილის გარშემო შექმნილი მმართველი კოალიცია დაიშალა, ხოლო ხელისუფლება ჩამოიშალა. საქართველოში იწყება ახალი პოლიტიკურ-დემოკრატიული პროცესი, რის შემდეგაც ჩვენ არასდროს არ უნდა ავირჩიოთ ფულის და ანგარეებაზე მორბენალი პარტიები, რომლებიც შეფარებული იქნებიან სხვადახვა ბლოკებსა და ალიანსებში”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ლეიბორისტების ლიდერის განცხადებით, საჭიროა ქვეყანაში პარტიული სისტემების მშენებლობა, სადაც ყველა პარტია ხალხის წინაშე საკუთარი იდეითა და პლატფორმით წარსდგება.

banner
წინა სტატიაშიგორის საკრებულოში ირაკლი ოქრუაშვილის ინიციატივით გატანილ საკითხებს განიხილავენ
შემდეგი სტატიათსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების თარიღი დღეს გაირკვევა