“ხელისუფლებას ყოველდღიურად უნდა შევახსენოთ, რომ ეს არის სერიოზული დანაშაული” – უჩა ნანუაშვილი ფარულ ჩანაწერებზე

სახალხო დამცველი  2016 წლის ანგარიშის წარდგენისას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტს შეეხო. უჩა ნანუაშვილის თქმით,  არა ეფექტურმა გამოძიებამ გარკვეულწილად სტიმულირება მოახდინეს ახალი დანაშაულის, რამაც კულმინაციას მიმდინარე წლის მარტში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით მიაღწია.

“დაფიქსირდა წამების, არაადამიანური  და ღირსების შემლახავი ვიდეო კადრების გავრცელების და საჯარო ჩვენების ფაქტები. დაუსჯელობის სინდრომმა მსგავსი დანაშაულის ფაქტებზე არა ეფექტურმა გამოძიებამ გარკვეულწილად სტიმულირება მოახდინეს ახალი დანაშაულის, რამაც კულმინაციას მიმდინარე წლის მარტში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით მიაღწია. ფაქტია, რომ გამოძება დაწყებულია მაგრა საზოგადოებას ინფორმაცია არ აქვს იმის შესახებ, თუ რა ეტაპზეა გამოძიება, როგორ მიმდინარეობს. ამიტომაც სწორედ ჩვენი კამპანიის მიზანი არის, რომ ყოველდღიურად შევახსენეთ ხელისუფლება და საგამოძიებო ორგანოებს, რომ ეს არის სერიოზული დანაშაული და მისი გამოძიებისთვის უნდა იყოს მიმართული ყველა ის შესაძლებლობა რომელიც არსებობს საგამოძიებო ორგანოებში”, – განაცხადა ნანუაშვილმა.

 

banner
წინა სტატიაშითსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების თარიღი დღეს გაირკვევა
შემდეგი სტატია“თუ რესპუბლიკელები კოალიციიდან არ გამოდიან, ნიშნავს, რომ ივანიშვილის ბოლო დაკვეთას ასრულებენ,”