“თქვენი ძალაუფლების დასასრული იქნება ასეთი დამოკიდებულება მედიის მიმართ”

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ელენე ხოშტარია,პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე „იმედის“, „მაესტროსა“ და GDS-ის ერთ ჰოლდინგში გაერთიანებას გამოეხმაურა და საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა. ხოშტარიას განცხადებით, ის რაც დღეს ქართულ მედიასივრცეში ხდება, ბიძინა ივანიშვილისთვის მედიაკომფორტის შექმნას ემსახურება:

„გვინდა, შეშფოთებით გამოვეხმაუროთ იმ პროცესს, რომელიც ხდება მედიასივრცეში ბოლო დღეების განმავლობაში. მინდა მოგიწოდოთ, რომ შევხედოთ მთლიან სურათს – 4 წელია უკვე, ჩვენ ნელ-ნელა და თითქოს შეუმჩნევლად გავხდით იმის მოწმე, როგორ იხურებოდა თოქ-შოუები, როგორ უშვებდნენ ძალიან ავტორიტეტულ ჟურნალისტებს ერთი ტელეარხიდან, მეორე ტელეარხიდან… ხდებოდა, ფაქტობრივად, მედიასივრცის ნაბიჯ-ნაბიჯ გადაკეთება და თქვენს ძალაზე მორგება. თან ეს ხდებოდა იმ პროცესის პარალელურად, როდესაც მთელი სახელმწიფო მანქანა მიმართეთ „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ და დღესაც აგრძელებთ ამ პროცესს და გუშინ მიხვედით რაღაც კულმინაციამდე – ე.წ. გარიგებამდე, როდესაც „იმედი“ ყიდულობს „მაესტროს“ და GDS-ს და იქმნება ერთი კალათა, რასაც ძალიან მარტივად ჰქვია ბიძინა ივანიშვილისთვის მედიაკომფორტის შექმნა… თქვენ არც ერთმა არ იცით, როგორ სრულდება მედიასთან ასეთი მოპყრობა? არ იცით, რომ არა ძალის კონსოლიდაცია, არამედ თქვენი ძალაუფლების დასასრული იქნება ასეთი დამოკიდებულება მედიის მიმართ. არის რაღაც ფუნდამენტური საკითხები, რომელიც ძალიან მძმედ შემოუბრუნდება ქვეყანას. არაფერი არ არის უსასრულო და თქვენ აუცილებლად თქვენ სათითაოდ იქნებით ამის მსხვერპლი. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ თქვენ მანდატი გაქვთ სზოგადოების მხრიდან და არა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და იქნებ, ასეთ ფუნდამენტურ საკითხებზე მაინც დასვათ კითხვები“, – მიმართა ხოშტარიამ საპარლამენტო უმრავლესობას.“, – განაცხადა ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიათობით ათასმა მიგრანტმა გერმანია ნებაყოფლობით დატოვა
შემდეგი სტატიათურქეთმა სირიაში რუსეთთან ერთად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გეგმაზე განაცხადა