ათობით ათასმა მიგრანტმა გერმანია ნებაყოფლობით დატოვა

გერმანული პრესის მიხედვით, დაახლოებით 55 ათასმა მიგრანტმა გერმანია საკუთარი სურვილით დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა – გერმანიაში მიგრაციისა და ლტოლვილთა საქმეების ფედერალურ სამმართველოზე დაყრდნობით წერს Sueddeutsche Zeitung-ი.
გაზეთის მონაცემებით, იმ მიგრანტების უმეტესობა, რომლებმაც გერმანია დატოვეს, ბალკანელები არიან, რომელთაც ლტოლვილის სტატუსის მიღების შანსი არ ქონდათ – ამდაგვარად, მათ თავი დეპორტაციას აარიდეს.
ამასთანავე, 2016 წელს გერმანიამ 25 ათასი ადამიანი გაადეპორტა.
საკუთარი ნებით სამშობლოში დაბრუნებულებიდან 15 ათასი ალბანელია, 5 ათასი კი – სერბი, ერაყელი და კოსოვოელი.
Sueddeutsche Zeitung-ის ცნობით, გაზრდილია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც დაბრუნება სურთ ავღანეთში, ერაყსა და ირანში. გარკვეულწილად, სახლში დაბრუნების სურვილი გამოწვეულია იმით, რომ გერმანია მათ საკუთარ სამშობლოში ფინანსურ დახმარებას პირდება.

 

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო დეპარტამენტი ერდოღანის განცხადებას ტერორისტების მხარდაჭერის შესახებ სასაცილოს უწოდებს
შემდეგი სტატია“თქვენი ძალაუფლების დასასრული იქნება ასეთი დამოკიდებულება მედიის მიმართ”