თურქეთმა სირიაში რუსეთთან ერთად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გეგმაზე განაცხადა

თურქეთის სახელმწიფოებრივი საინფორმაციო სააგენტო “ანადოლუ” თურქეთ-რუსეთს შორის სირიაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმის თაობაზე დადებულ ხელშეკრულებაზე ავრცელებს ინფორმაციას.
აღნიშნული გეგმის მიხედვით, 29 დეკემბრის ღამეს სირიის ტერიტორიაზე ცეცხლი უნდა შეწყდეს.
ხელშეკრულებას გააცნობენ სირიის ხელმძღვანელობას და ოპოზიციურ დაჯგუფებებს. თურქული სააგენტო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხელშეკრულება არ გულისხმობს და არ ვრცელდება შეიარაღებულ დაჯგუფებებზე, რომელთაც ტერორისტების სტატუსი აქვთ.

banner
წინა სტატიაში“თქვენი ძალაუფლების დასასრული იქნება ასეთი დამოკიდებულება მედიის მიმართ”
შემდეგი სტატიაობამამ სინძო აბეს ვიზიტს ისტორიული ჟესტი უწოდა