თორნიკე შარაშენიძე „ქართული ოცნების” თავმჯდომარედ კობახიძის წარდგენაზე – კობახიძე სჭირდებათ რისთვის?! უცხოელებთან ურთიერთობისთვის, სხვა პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკებებისთვის

როგორც ჩანს, ასეთი ადამიანი სჭირდებათ: უცხოელებთან კონტაქტი და სხვა პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკება, რომ შეეძლოს, – ასე შეაფასა ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ ირაკლი კობახიძის „ქართული ოცნების” თავმჯდომარედ წარდგენის გადაწყვეტილება.

როგორც შარაშენიძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ყველაზე უფრო სერიოზული გამოწვევაა, ეფექტურობის მხრივ, თუ როგორ იმუშავებს გუნდი.

„კობახიძე სჭირდებათ რისთვის?! უცხოელებთან ურთიერთობისთვის, სხვა პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკებებისთვის. ინგლისური იცის, გერმანული იცის. როგორც ამბობენ, განსხვავებით იმისგან, თუ როგორც ლაპარაკობს კამერებთან, შიგნით, მოლაპარაკების მაგიდასთან ნორმალური, გაწონასწორებული, პასუხისმგებლიანია. ამას ბევრი, მათ შორის ოპოზიციაშიც აღიარებენ. როგორც ჩანს, ასეთი ადამიანი სჭირდებათ: უცხოელებთან კონტაქტი და სხვა პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკება რომ შეეძლოს. მოლაპარაკებებში, რა თქმა უნდა, ხისტია, მაგრამ უცხოელებთან ნორმალურია. რეალურად პარტიის შიგნით, გაცილებით უფრო ძლიერი ფიგურები არიან, იგივე გახარია, გავლენები აქვს, როგორც ამბობენ – ჩხარტიშვილს. მარტო კობახიძეზე ხომ არაა პარტია?! სხვებიც არიან იქ… ასე ნამდვილად არ არის, რომ კობახიძეს გადააბარეს ყველაფერი.

რამდენად იმუშავებს გუნდი მისთვის რისკია. არა მგონია, ამბოხება ემუქრებოდეს. ეს ყველაფერი გაირა და ყველაფერი კარგად შეამოწმა, მაგრამ ეფექტურობის მხრივ შეიძლება გაუჭირდეს, იმიტომ, რომ ადამიანები ივანიშვილის ქვეშ მუშაობას მიჩვეული იყვნენ. ახლა კი, კობახიძე და გახარია რამდენად არიან მათთვის ავტორიტეტები, ეს უფრო რთული საკითხია. აი, ესაა ყველაზე უფრო სერიოზული გამოწვევა, მე მგონი, ივანიშვილისთვის და „ქართული ოცნებისთვის”. პირველ რიგში, „ქართული ოცნებისთვის“, რადგან ივანიშვილს ნებისმიერ დროს შეუძლია, სიტყვაზე, რამე რომ იყოს, საფრანგეთში საცხოვრებლად წავიდეს”, – განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპის ანგარიშის დაბლოკვის შემდეგ „ტვიტერის“ აქციების ფასი 12 პროცენტით დაეცა
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა – ყველაზე კეთილშობილური ამნისტიაც მოსპეს და ამოთხვარეს