გიგი უგულავა – ყველაზე კეთილშობილური ამნისტიაც მოსპეს და ამოთხვარეს

პოლიტიკოსების აზრით, პარლამენტის მიღებული კანონი ამნისტიის შესახებ “ქართული ოცნების” ვიწრო პარტიულ ინტერესებზეა მორგებული. ელენე ხოშტარიას თქმით, გიორგი რურუას და სხვა პოლიტპატიმრების მიმართ, ამნისტიის ახალი კანონი უსამართლოა.

“აბსოლუტურად ცალსახაა, რომ ეს ამნისტია, იყო პარტიული ინტერესებით გატარებული და აბსოლუტურად ალოგიკურია, რომ შენ მძიმე მუხლს შეახო ამნისტია და არ შეახო კონკრეტულად იმ მუხლს, რომელზეც დაკავებულია პოლიტპატიმარი გიორგი რურუა და ყველა ადამიანი ამის გამო, არის სრულიად უსამართლოდ ორმაგი შერჩევითი სტანდარტით დატოვებული ციხეში, ეს ხაზს უსვამს რამდენად პოლიტიზირებული იყო ეს პროცესი” – ამბობს პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია

გიგი უგულავა ამბობს, რომ ამნისტიის კანონში შეტანილი ცვლილებები არალოგიკურია და სახელმწიფომ მის ხელში არსებული კეთილშობილური ინსტრუმენტი, უარყოფითი დამოკიდებულების გაჩენის წყაროდ აქცია.

“იმათ, ვისაც პისტოლეტი ჰქონდათ და დაჭრეს, უშვებენ, მაგრამ ვისაც პისტოლეტი ჰქონდა (სხვა საქმეა, ჩაუდეს თუ არ ჩაუდეს), იმათ არ უშვებენ, ესეთი ანომალია მივიღეთ, ეს არის კლასიკური “ქართული ოცნება”, ესენი რასაც ხელს შეახებენ, ყველაფერს ალპობენ, ამნისტია არის ყველაზე კეთილშობილური იდეა, რაც სახელმწიფომ შეიძლება გააკეთოს და ეს იდეაც კი მოსპეს და ამოთხვარეს” – ამბობს “ევროპული საქართველოს” ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა.

banner
წინა სტატიაშითორნიკე შარაშენიძე „ქართული ოცნების” თავმჯდომარედ კობახიძის წარდგენაზე – კობახიძე სჭირდებათ რისთვის?! უცხოელებთან ურთიერთობისთვის, სხვა პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკებებისთვის
შემდეგი სტატიაგოდერძის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია