“თოფაძე-მრეწველების“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საკუთარი კანდიდატურა ,,ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოხსნა

პარტია, ,,თოფაძე-მრეწველების“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ვალერი შოშიაშვილმა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა ,,ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოხსნა. ამის შესახებ, განცხადება, მან კახეთის საინფორმაციო ცენტრში გააკეთა.

ვალერი შოშიაშვილის განმარტებით, იმის გამო, რომ გურჯაანში არის დეპუტატობის 10-ზე მეტი კანდიდატი, შესაძლოა მათ შორის ხმების გადანაწილების შედეგად, აუცილებელი გახდეს არჩევნების მეორე ტურის ჩატარება ,,ქართული ოცნების“ და ,,ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს შორის.

,,მე და დავით სონღულაშვილს გვაქვს ერთნაირი ხედვა ქვეყნის და ჩვენი რაიონის განვითარების შესახებ, ამიტომ მე მხარს ვუჭერ მას არჩევნებზე და მის სასარგებლოდ ვხსნი ჩემს კანდიდატურას, ამასვე მოვუწოდებ სხვა ოპოზიციური პარტიების მაჟორიტარობის კანდიდატებსაც, რომ არ გაიფანტოს ხმები და არ გახდეს გურჯაანში საჭირო არჩევნების მეორე ტურის ჩატარება, სადაც ერთმანეთს ,,ქართული ოცნება“ და ,,ნაციონალური მოძრაობა“ დაუპირისპირდება“ -განაცხადა შოშიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჭიაბერაშვილი : გუშინ მოხდარ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება
შემდეგი სტატია“ეს არის უკანასკნელი დონის ნაძირლობა”