“ეს არის უკანასკნელი დონის ნაძირლობა”

gociridze

 

gociridze“მოგვწონს თუ არა შევარდნაძე, არსებობდნენ ძალიან უტვინო ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ შევარდნაძემ ორჯერ აიფეთქა საკუთარი თავი. ასეთი უტიფრები და უნამუსო ხალხი გამოჩნდა დღეს, რომლებიც ამბობენ, რომ შეიძლება რაღაც ინსცენირება იყოს და ასე შემდეგ. ეს არის უკანასკნელი დონის ნაძირლობა, როდესაც ადამიანი სიკვდილს გადაურჩა, რაღაც საოცრებით. ასეთი აზრები მოახვიო თავს საზოგადოებას იმის გამო, რომ წინასაარჩევნოდ რაღაც შედეგები მიიღო. ვისი ჩაფიქრებულიც არ უნდა ყოფილიყო, პასუხისმგებელი არის დღევანდელი ხელისუფლება, რომელმაც შექმნა სიძულვილის ატმოსფერო და რომელმაც შექმნა დაუსჯელობის ატმოსფერო,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარტიის ლიდერები გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტს ტერაქტს უწოდებენ. მათი განცხადებით, ისინი მომხდარს ცალკეულ შემთხვევად არ განიხილავენ და ამბობენ, რომ ეს არის ერთიანი კონტექსტი და წინასაარჩევნო ძალადობრივი გარემო.

 

banner
წინა სტატიაში“თოფაძე-მრეწველების“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საკუთარი კანდიდატურა ,,ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოხსნა
შემდეგი სტატიაევროკავშირის საბჭოს წევრებმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე შეთანხმებას მიაღწიეს