ზურაბ ჭიაბერაშვილი : გუშინ მოხდარ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება

ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, რაც გუშინ მოხდა, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლების რეაქცია მიუთითებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილსა და მის მარიონეტებს ქვეყანაში დაპირისპირება და ქაოსი აწყობთ.

„იმ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, რაც გუშინ მოხდა, მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა იმ კრიმინალური ფონის გამოც, რაც ქვეყანაში ოთხი წლის განმავლობაში შეიქმნა – ესაა მკვლელობა, ძალადობა და დაუსჯელობის სინდრომი. ჩვენ არ გვინახავს არც ერთი სერიოზული საქმე, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებშია გამოძიებული. ჩნდება ეჭვი ხელისუფლებასთან მიმართებაში იმის გამო რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ესაა პეტრიაშვილზე თავდასხმა, კორცხელის ინციდენტი და ოქრუაშვილზე თავდასხმა. ყველა ამ ფაქტზე ხელისუფლების რეაქცია მიუთითებს, რომ ბიძინა ივანიშვილს და მის მარიონეტებს, კვირიკაშვილს, კალაძესა და სხვებს აწყობთ ქაოსი, რისკენაც მიგვაქანებენ“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

banner
წინა სტატიაში(ვიდეო) ირაკლი კობახიძე-ამ კველაფერს ჰქონდა პოლიტიკური სარჩული
შემდეგი სტატია“თოფაძე-მრეწველების“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საკუთარი კანდიდატურა ,,ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოხსნა