თინა ხიდაშელი: ის რაც დღეს ხაზარაძემ თქვა არის ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დანაშაული

“ის რაც დღეს ხაზარაძემ თქვა არის ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დანაშაული. შსს მინისტრისგან მოქალაქისთვის მუქარის შენაარსის წერილი გაგზავნა. ამასობაში რამდენად მძიმეა დანაშაული გაირკვევა იმის შესაბამისად როგორია ამ წერილის შენაარსი, რას ეხება, რას ითხოვენ ბიზნესმენისგან და სხვა.
ეს აღარ არის არც ხაზარაძის და არც TBC-ის საკითხი. ეს გაცილებით დიდი თემაა და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის დანაშაულზე განცხადებაა.
შესაბამისად წერილი უნდა გასაჯაროვდეს”-აცხადებს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.

“მუქარის წერილი იყო ბატონი გახარიასგან…” – ამის შესახებ “თი-ბი-სი ბანკის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

banner
წინა სტატიაშისუბელიანისნაირი ხალხი თავისუფლებაზე არ უნდა დადიოდეს, – სარალიძე სუბელიანისთვის 13-თვიანი პატიმრობის მისჯაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაპარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს