სუბელიანისნაირი ხალხი თავისუფლებაზე არ უნდა დადიოდეს, – სარალიძე სუბელიანისთვის 13-თვიანი პატიმრობის მისჯაზე საუბრობს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმე – სასამართლომ მირზა სუბელიანი დამნაშავედ სცნო დანაშაულის დაფარვაში და სასჯელად 13-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

თავდაპირველად პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, თუმცა მოსამართლემ საქმის კვალიფიკაცია შეცვალა.
მოსამართლემ განმარტა, რომ მირზა სუბელიანი დანაშაულის დაფარვაში დამნაშავედ სცნო. ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე ამბობს, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმეზე სიმართლე აუცილებლად დადგინდება.

„ჩემი მიზანი არ არის აქ წლები ვინმე გამოიკეტოს, ჩემი მიზანი არის ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა და აუცილებლად დადგება. მთავარია, რომ ბრალდებულია და მხოლოდ იმ ნაწილში, შეუტყობინებლობაში, დანარჩენს გამოძიება დაადგენს რა ბრალი შეიძლება კიდე წაეყენოს მომავალში მირზა სუბელიანს. წესით მირზა სუბელიანისნაირი ხალხი გარეთ თავისუფლებაზე არ უნდა დადიოდეს,“ – ზაზა სარალიძე.

banner
წინა სტატიაში“თუ გინდათ, არ ვიყოთ ამ პროექტში, ეგეც კაცურად გვითხარით” – ხაზარაძის განცხადებით, ანაკლიის პროექტი ამ პირობებში ვერ განხორციელდება
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: ის რაც დღეს ხაზარაძემ თქვა არის ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დანაშაული