თინათინ ბოკუჩავა – უმრავლესობას: ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს, ჩვენ ერთი წარსული გვაქვს და ჩვენს ქვეყანას მხოლოდ ერთი მომავალი ექნება

„მიუხედავად იმ პოლიტიკური უფსკრულისა, რომელიც ჩვენს შორისაა, რომელიც დღითიდღე იზრდება, მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს, ჩვენ ერთი წარსული გვაქვს და ჩვენს ქვეყანას მხოლოდ ერთი მომავალი ექნება. ნუ დაუშვებთ, რომ ეს მომავალი მოიცვას სიკვდილმა, დესტაბილიზაციამ და წარსულის განმეორების ყველაზე ბნელმა ვერსიამ. ვიმუშაოთ მომავლისთვის და არ ვივიშვიშოთ წარსულზე, ვიბრძოლოთ სიცოცხლისთვის“, – მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ – წევრმა თინათინ ბოკუჩავამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე და მოუწოდა ყველაფერი გააკეთონ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად.

„პირველად ათწლიანი პოლიტიკური საქმიანობის მანძილზე აქ მსხდომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მინდა მოგმართოთ არა როგორც პოლიტიკოსებს, პოლიტიკურ ოპონენტებს, არამედ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც იმედი მაქვს, გააზრებული აქვთ საქართველოს უახლესი ისტორია და ესმის რას ნიშნავს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე, ზვიად გამსახურდიას შემდეგ, ახლა პრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობა. ეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის მომავლის წართმევას, ეს ნიშნავს კვლავ წარსულში დაბრუნებას და ქვეყნის ქაოსში გახვევას. ეს ნიშნავს ჩვენი შვილებისთვის იმ მწარე რეალობის დაბრუნებას, რომელიც ჩვენ 90-იან წლებში გამოვიარეთ, ეს ნიშნავს ევროკავშირზე უარს“, – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

მისი თქმით, ისტორიას არ გაახსენდება აქ მსხდომი თითოეულის სახელი და გვარი, მაგრამ ისტორია ყველას ქვეყნის ინტერესის მოღალატედ შერაცხავს, თუ დაუშვებენ მიხეილ სააკაშვილის სიკვდილს.

„მე არ ვარ ექიმი, არ მაქვს სამედიცინო განათლება, მაგრამ მე შემიძლია გადმოგცეთ ის, რაც რუსთავის საპყრობილეში რამდენიმე დრის წინ ვნახე – მიხეილ სააკაშვილთან ბოლო ვიზიტისას სიკვდილს ჩავხედე თვალებში და არ შემიძლია ეს არ გადმოგცეთ. თუ ჩემი მონაყოლის არ გჯერათ, თუ არ არის სარწმუნო ჩემი სიტყვები, თუ არ არის სარწმუნო სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი სამედიცინო ჯგუფის სიტყვები, თავად მოინახულეთ, თავად დარწმუნდით, თავად განსაჯეთ და თავად გაარჩიეთ ტყუილ-მართალი. მიუხედავად იმ პოლიტიკური უფსკრულისა, რომელიც ჩვენს შორისაა, რომელიც დღითიდღე იზრდება, მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს, ჩვენ ერთი წარსული გვაქვს და ჩვენს ქვეყანას მხოლოდ ერთი მომავალი ექნება. ნუ დაუშვებთ, რომ ეს მომავალი მოიცვას სიკვდილმა, დესტაბილიზაციამ და წარსულის განმეორების ყველაზე ბნელმა ვერსიამ. ვიმუშაოთ მომავლისთვის და არ ვივიშვიშოთ წარსულზე, ვიბრძოლოთ სიცოცხლისათვის“, – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაში„აზოვის“ ყოფილმა მეთაურმა მარიუპოლის დებლოკირებისთვის სამხედრო ოპერაციის მომზადების შესახებ განაცხადა
შემდეგი სტატიაირაკლი ქადაგიშვილი რომან გოცირიძეს: „სამწუხაროდ, ჩვენ აქ ყოველდღიურად ვუყურებთ ფარისევლობის, პოლიტიკური წარსულის, აწმყოს და მომავლის დამახინჯების უპრეცენდენტო სურათებს“