„აზოვის“ ყოფილმა მეთაურმა მარიუპოლის დებლოკირებისთვის სამხედრო ოპერაციის მომზადების შესახებ განაცხადა

„აზოვის“ პოლკის ყოფილმა მეთაურმა მაქსიმ ჟორინმა განაცხადა, რომ მარიუპოლის დებლოკირების დიპლომატიური გზის გარდა, უკრაინელი დამცველები სამხედრო გეგმის მომზადებაზეც მუშაობენ. მისი თქმით, სამუშაო მიმდინარეობს უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლეს ხელმძღვანელობასთან ერთად.

სამხედრო დებლოკადა. ჟორინი ამბობს, რომ ასობით მოხალისემ გამოთქვა მზადყოფნა დებლოკადაზე წასულიყო, მიუხედავად ოპერაციის სირთულისა. ამჟამად კი, მისი თქმით, შეუძლებელია ერთეტაპიანი დებლოკადა.

„თუმცა, დიპლომატიური პროცესის გარდა, ჯერ კიდევ მიმდინარეობს პროცესი, რათა მომზადდეს სამხედრო ოპერაცია ქალაქის დებლოკირებისთვის“, – აღნიშნა ჟორინმა.

მან დასძინა, რომ ამას დიდი დრო დასჭირდება, რადგან საჭიროა სამხედრო ტექნიკისა და იარაღის მომარაგება.

„არ ვარ დარწმუნებული, რომ მათ, ვინც ახლა „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე არიან, აქვთ ეს დრო. ამიტომ, ჩვენ ვემზადებით და პარალელურად ვმუშაობთ ორი მიმართულებით: დიპლომატიური და სამხედრო – რასაც ნებისმიერ შემთხვევაში განვახორციელებთ“, – განაცხადა ჯარისკაცმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთი ომით ფაქტობრივად მთელი გაერთიანებული ევროპის წინააღმდეგ წავიდა, უკრაინით კი მხოლოდ დაიწყო – ზელენსკი
შემდეგი სტატიათინათინ ბოკუჩავა – უმრავლესობას: ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს, ჩვენ ერთი წარსული გვაქვს და ჩვენს ქვეყანას მხოლოდ ერთი მომავალი ექნება