ირაკლი ქადაგიშვილი რომან გოცირიძეს: „სამწუხაროდ, ჩვენ აქ ყოველდღიურად ვუყურებთ ფარისევლობის, პოლიტიკური წარსულის, აწმყოს და მომავლის დამახინჯების უპრეცენდენტო სურათებს“

„სამწუხაროდ, ჩვენ აქ ყოველდღიურად ვუყურებთ ფარისევლობის, პოლიტიკური წარსულის, აწმყოს და მომავლის დამახინჯების უპრეცენდენტო სურათებს. სწორედ მაშინ, როდესაც ბატონი რომანი მაღალჩინოსანი იყო, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ, მოახერხა ყველა სტრატეგიული ენერგოობიექტის რუსეთისთვის გადაცემა და ახლა, ჩვენ გვედავებიან, თუ რატომ იღებს საქართველო რუსეთიდან ელექტროენერგიას ან გაზს მცირე პროცენტით. ის, რომ საქართველო ახერხებს თავისი სუვერენული მათ შორის, უფლებების დაცვას ენერგეტიკაში, ამის მოწმე იქნებით თქვენც და ყველა „კეთილის მოსურნე“, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას დაუსრულებელი სპეკულაცია აქვს საქართველოს ხელისუფლების საგარეო ორიენტაციის შესახებ.

„მიუხედავად იმისა, რომ პირველი დღიდანვე, საქართველოს ომთან და გეოპოლიტიკურ ვითარებასთან მიმართებაში აქვს ძალიან მყარი და ყველა საერთაშორისო პარტნიორების მიერ დადებითად შეფასებული პოზიცია, ოპოზიციას მაინც აქვს დაუსრულებელი სპეკულაცია, რომ საქართველო თავის მთავრობიანად არის პუტინის მხარეს. რა ლოგიკაა ამაში ვერ ხსნიან, მაგრამ ეს „მანტრა“ უნდა იმეორონ. თავად მოდელირებული ქრონიკით აწარმოეს მთელი პოლიტიკა, ოკუპანტებს საქართველოს 20%ჩააბარეს და დღესაც უნდათ, რომ ამ მოდელირებული ქრონიკით, საქართველო არეულობაში, საერთაშორისო იმიჯის დაზიანებაში და ომში ჩაითრიონ. ეს არ გამოვა. საქართველო ყოველთვის ნათელ გზაზე იდგება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

banner
წინა სტატიაშითინათინ ბოკუჩავა – უმრავლესობას: ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს, ჩვენ ერთი წარსული გვაქვს და ჩვენს ქვეყანას მხოლოდ ერთი მომავალი ექნება
შემდეგი სტატიაუკრაინის გენერალური პროკურორი დავარწმუნე გერმანიის სრულ მხარდაჭერაში – ბერბოკი