თინა ხიდაშელმა და პაატა ზაქარეიშვილმა თანამდებობები დღეიდან ოფიციალურად დატოვეს

თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა თანამდებობები ოფიციალურად დღეიდან დატოვეს.

ვიდრე ახალ მინისტრებს წარადგენენ, მოვალეობას მინისტრების მოადგილეები შეასრულებენ.

ორმა ”რესპუბლიკელმა” მინისტრმა პრემიერ-მინისტრს პირველი აგვისტოდან გადადგომის შესახებ განცხადებით რამდენიმე დღის წინ მიმართა.

რაც შეეხება კიდევ ერთ “რესპუბლიკელ” მინისტრს, გიგლა აგულაშვილი გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობაზე განაგრძობს მუშაობას. მან “რესპუბლიკური” პარტია დატოვა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 28 ივლისს დააკმაყოფილა თინათინ ხიდაშელისა და პაატა ზაქარეიშვილის განცხადებები თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი : პაპუაშვილმა მოახერხა საზოაგდოების თვალში საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაცია
შემდეგი სტატიახარაგაულში საკრებულოს “რესპუბლიკელი” თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნით სხდომა მიმდინარეობს