სოზარ სუბარი : პაპუაშვილმა მოახერხა საზოაგდოების თვალში საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაცია

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი სოზარ სუბარი გიორგი პაპუაშვილს საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.

სუბარის განცხადებით, სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ აქცია სასამართლო პოლიტიკურ იარაღად, რასაც საკანონმდებლო უმრავლესობაც დაუშვებლად მიიჩნევს.

„გიორგი პაპუაშვილის განცხადებები ერთადერთ შთაბეჭდილებას მიტოვებს, რომ სააკაშვილს ხელში აღარ დარჩა არანაირი პოლიტიკური კარტი, ცდილობს ახლა ბოლო კარტები გაათამაშოს, რომ იქნებ რაღაცნაირად არჩევნების წინ ვითარება დაძაბოს, რაც მას არ გამოსდის. პაპუაშვილმა ეს ვერ მოახერხა, რაც სააკაშვილს უნდოდა, სამაგიეროდ მოახერხა ის, რომ მოახდინა საზოაგდოების თვალში საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაცია. ძალიან სამწუხაროა, რომ ასე პოლიტიკური იარაღად იყენებს ეს ადამიანი საკონსტიტუციო სასამართლოს სახელს,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა

banner
წინა სტატიაშიერევანში, აჯანყებულები პოლიციას ჩაბარდნენ
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელმა და პაატა ზაქარეიშვილმა თანამდებობები დღეიდან ოფიციალურად დატოვეს