ხარაგაულში საკრებულოს “რესპუბლიკელი” თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნით სხდომა მიმდინარეობს

ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით ამ წუთებში საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს.

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის, ინგა მაღრაძის გადაყენების საკითხი ფრაქცია “ქართული ოცნებამ” დააყენა, რასაც საკრებულოს 20 დეპუტატი უჭერს მხარს.

ხმის მიცემის პროცედურის დაარულებამდე საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა,რომ საკითხი პოლიტიზებულია.

სხდომას „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე და პარლამენტის წევრები ნოდარ ებანოიძე და თამარ ხიდაშელი ესწრებიან.

ისინი ითხოვენ, რომ ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ დაასაბუთოს, რა მოტივით ითხოვენ ინგა მაღრაძის თანამდებობიდან გადაყენებას.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელმა და პაატა ზაქარეიშვილმა თანამდებობები დღეიდან ოფიციალურად დატოვეს
შემდეგი სტატიაალექსანდრე ჯეჯელავა უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს შეხვდა