თინა ხიდაშელი: იზორია ვერ გაერკვა თავის ფუნქციებში და პრიორიტეტებში

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იმ სხდომაზეც საუბრობს, სადაც უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციას საქართველოდან ჩასულმა დელეგაციამ მხარი არ დაუჭირა, რადგან დარბაზში არ იმყოფებოდა. ხიდაშელის თქმით, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა , უნდა ცდილობდეს ყველა ტრიბუნის გამოყენებას.

“ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, დარბაზში მიკროფონს რომ რთავ ნახევარი მსოფლიო გისმენს. ამ ყველაფრის ტექნიკურ საკითხამდე დაყვანა,რომ მოსაწვევი არ მიუღიათ ეს ძალიან არასერიოზული დამოკიდებულებაა. ჩვენ არ ვართ შვეიცარია, ვართ საქართველო, სადაც ოკუპირებულია ტერიტორიები. ამიტომ ყველა ტრიბუნა უნდა გამოიყენოს ,რომ მისი ქვეყანა იყოს აქტუალური,“-აცხადებს ხიდაშელი.

მისი თქმით, ის ყოველთვის ყველა გამოსვლაში ცდილობდა ეხსენებინა საქართველო. ყოფილი თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თავდაცვის მინისტრი , იმის მიუხედავად ,რომ სამი თვეა ამ თანამდებობაზეა ვერ გაერკვა ბოლომდე მის ფუნქციებში და მთავარ პრიორიტეტებში.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: არ მინდა დავემსგავსო დღევანდელ თავდაცვის მინისტრს
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: მე არ მივდივარ არჩევნებზე