თინა ხიდაშელი: არ მინდა დავემსგავსო დღევანდელ თავდაცვის მინისტრს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი “კრწანისის” სასწვალო ცენტრის ტერიტორიაზე მომხდარის შეფასებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ დაელოდება გამოძოების დასრულებას, თუმცა ამბობს, რომ დღემდე ამ საქმესთან დაკავშრებით გაკეთებული განცხადებები ურთიერთგამომრიცხავია. თინა ხიდაშელი ლევან იზორიას აკრიტიკებს:

“მე შორსმიმავალ დასკვნებს არ გავაკეთებ. არ მინდა დავემსგავსო დღევანდელ თავდაცვის მინისტრს, რომელმაც მეორე დილითვე თუ იმავე საღამოს რეცეპტიც გამოწერა, დასკვნაც დადო. კი იძახოდა გამოძიება მიმდინარეობსო, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფერი დეტალურად მოგვიყვა თითქოს იქ იმყოფებოდა ადგილზე და თავის თვალით ჰქონდა ნანახი. მე ცუდი ემოციები მაქვს, მას ალბათ არ ახსოვს ის ამბები,მაგრამ მე კარგად მახსოვს ასე დილით, ნაჩქარევად გაკეთებული განცხადებები მერე როგორ მთავრდებოდა ხოლმე”,- განაცხადა ხიდაშელმა “კურიერის” პირდაპირ ეთერში.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე: დარწმუნებული ვარ, 30 ოქტომბერს ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: იზორია ვერ გაერკვა თავის ფუნქციებში და პრიორიტეტებში