თინა ბოკუჩავა : ეს პროცესი არის პოლიტიკური, მიხეილ სააკაშვილი იდევნება პოლიტიკურად

საქართველოს ხელისუფლება კოორდინირებულად მოქმედებს პროკურატურით დაწყებული, ყველა სხვა თანამდებობის პირით დამთავრებული, რომ ივაჭროს უკრაინის ხელისუფლებასთან და მიაღწიოს მათთვის მისაღებ მოლაპარაკებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განუცხადა.

როგორც ბოკუჩავა აცხდებს, სააკაშვილი ებრძვის კორუფციას, რისიც ოლიგარქებს ეშინიათ.

“საქართველოს ხელისუფლება კოორდინირებულად მოქმედებს პროკურატურით დაწყებული, ყველა სხვა თანამდებობის პირით დამთავრებული, ივაჭროს უკრაინის ხელისუფლებასთან და მიაღწიოს მათთვის მისაღებ მოლაპარაკებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს პროცესი არის პოლიტიკური, მიხეილ სააკაშვილი იდევნება პოლიტიკურად. რა თქმა უნდა, არანაირი სამართლებრივი საფუძველი ამ დევნას არ გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ოლიგარქებს ეშინიათ ამ ადამიანის პოლიტიკურად, რომელიც იბრძვის კორუფციის წინააღმდეგ, იბრძვის უკრაინის და საქართველოს წარმატებული პოლიტიკური მომავლისთვის”, – განაცხდა თინა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე : გვინდა სხვა სამსახურებიც შეამოწმოს აუდიტმა
შემდეგი სტატიაირაკლი ხმალაძე : მოვუწოდებთ მერიის სტრუქტურაში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს, ბოროტად ნუ გამოიყენებენ დაკავებულ თანამდებობებს