ირაკლი ხმალაძე : მოვუწოდებთ მერიის სტრუქტურაში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს, ბოროტად ნუ გამოიყენებენ დაკავებულ თანამდებობებს

სუს-ის მიერ კრწანისის რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილების წამყვანი სპეციალისტის დაკავებას დედაქალაქის ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დედაქალაქის მთავრობა მერიის სისტემაში დანაშაულებრივი ქმედებისა და კორუფციის ფაქტებს არ დაუშვებს და მაქსიმალურად ითანამშრომლებს საგამოძიებო ორგანოებთან.

“დედაქალაქის მთავრობა მერიის სისტემაში დანაშაულებრივი ქმედებისა და კორუფციის ფაქტებს არ დაუშვებს და ყველა მოხელის მიმართ, ვინც არაკანონიერ ქმედებას ჩაიდენს, შესაბამის ზომებს გაატარებს. მოვუწოდებთ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურაში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს, ბოროტად ნუ გამოიყენებენ დაკავებულ თანამდებობებს. ასევე, ნუ შელახავენ მერიის სტრუქტურაში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების ღირსებასა და პატივს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც დედაქალაქის მთავრობის, ასევე საგამოძიებო უწყებების მხრიდან შესაბამისი, ზომები გატარდება“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

banner
წინა სტატიაშითინა ბოკუჩავა : ეს პროცესი არის პოლიტიკური, მიხეილ სააკაშვილი იდევნება პოლიტიკურად
შემდეგი სტატიაკალაძე: ნარჩენების გასატანად მანქანები ღამის 22:00 საათიდან ივლიან