კახა კალაძე : გვინდა სხვა სამსახურებიც შეამოწმოს აუდიტმა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერიის სამსახურების ნაწილის შემოწმებას აუდიტის სამსახური წლის ბოლოსთვის დაასრულებს. მისივე თქმით, რამდენიმე დღეში გაკეთდება განცხადება, მერიის მხრიდან სხვა სამსახურების შემოწმების მოთხოვნასთან დაკავშირებითაც.

„მერიის სამსახურების ნაწილში აუდიტის სამსახური შესული იყო და ამოწმებენ. წლის ბოლოს უნდა დასრულდეს შემოწმებები, თუმცა ჩვენ მომდევნონ დღეების განმავლობაში გავაკეთებთ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ გვინდა, კიდევ სხვა სამსახურებშიც მოხდეს აუდიტის მხრიდან შემოწმება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი მექვაბიშვილი: თბილისის მერიაში აუდიტი რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს
შემდეგი სტატიათინა ბოკუჩავა : ეს პროცესი არის პოლიტიკური, მიხეილ სააკაშვილი იდევნება პოლიტიკურად