თიბისი ბანკის ერთგული ბარათების აქცია დაიწყო

თიბისი ბანკმა „ერთგული“ ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10“ დაიწყო.

როგორც „თაიმერს“ თიბისი ბანკიდან აცნობეს, აქციის ფარგლებში, ყველა მომხმარებელი, ვინც 7 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ”ერთგული“ ბარათით მინიმუმ 10 ლარის გადახდას 10-ჯერ განახორციელებს, 10 ერთგული ქულით დასაჩუქრდება. გარდა ამისა, „ერთგული“ ბარათის ის მომხმარებელი, რომელიც ერთი დღის განმავლობაში ყველაზე მეტ ტრანზაქციას განახორციელებს, 1000 ერთგული ქულის მფლობელი გახდება.

თიბისი ბანკის ცნობით, აქციაში ჩართვა ძალიან მარტივია. მასში მონაწილეობას ავტომატურად იღებს „ერთგული“ და „პრაიმ“ ბარათის ნებისმიერი მფლობელი (მათ შორის უკონტაქტო საკრედიტო სტიკერი), რომელიც თანხას თიბისის ტერმინალით გადაიხდის. აქციის ფარგლებში, 10 ქულის მოგება მაქსიმუმ 10-ჯერ არის შესაძლებელი.

ცნობისთვის, „ერთგული“ თიბისი ბანკის ლოიალობის პროგრამაა, რომელიც მომხმარებელს ყოველდღიურად უამრავ აქციას სთავაზობს. ქულები თიბისი ბანკის ნებისმიერ პოს-ტერმინალში გადახდისას გროვდება. „ერთგულით“ დაგროვებული 1 ქულა=1ლარს. პარტნიორ ობიექტებში შესაძლებელია დახარჯული თანხის 15%-მდე ქულების დაგროვება. დაგროვებული ქულების განაღდება მომხმარებლებს 150-მდე პარტნიორ სავაჭრო ობიექტში შეუძლიათ.

აქციის, ასევე „ერთგული“ ბარათის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.ertguli.ge/Offers/View/834.

banner
წინა სტატიაშიაფეთქება ფონიჭალაში – მაშველებმა ნანგრევებში ქალის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიააფეთქება ზემო ფონიჭალაში – მაშველებმა საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში ბავშვის ცხედარი იპოვეს