აფეთქება ფონიჭალაში – მაშველებმა ნანგრევებში ქალის ცხედარი იპოვეს

ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსში მომხდარი აფეთქებისას ნანგრევებში მოყოლილი ქალის მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. სამძებრო – სამაშველო ღონისძიებები ამ წუთებშიც გრძელდება. მაშველები კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ, რომელიც არსებული ინფორმაციით ჩვილია.

ფონიჭალაში #23 კორპუსის მესამე სართულზე , ერთ-ერთ ბინაში აფეთქება დილით მოხდა. დაშავდა 4 ადამიანი. მათგან 3 უმძიმეს მდგომარეობაში დამწვრობის ცენტრში რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

პირველადი ინფორმაციით აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ვაშაძე თეა წულუკიანის და დავით ზალკალიანის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს
შემდეგი სტატიათიბისი ბანკის ერთგული ბარათების აქცია დაიწყო