აფეთქება ზემო ფონიჭალაში – მაშველებმა საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში ბავშვის ცხედარი იპოვეს

დაახლოებით 6 საათიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი ახალგაზრდა ქალი და მისი 9 თვის შვილი გარდაცვლილი იპოვეს. დედა-შვილი ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების დროს დანგრეული ბინის ქვედა სართულზე ცხოვროდნენ და მათ სავარაუდოდ, აფეთქების დროს ჩავარდნილი ბეტონის ფილა დაეცათ.

ცხედრები პროზექტურაში არის გადასვენებული.

„გარდაცვლილები არიან სამწუხაროდ და მინდა რომ ყველა მეხანძრე -მაშველის სახელით სამძიმარი გამოვუცხადო ოჯახს. რეალურად ეს იყო ურთულესი ღონისძიება იმიტომ რომ მზიდი კედლები იყო დაზიანებული კორპუსის. და რამდენიმე სართულის იატაკის კედლები და ფილები იყო ჩანგრეული დ ა ჩატანილი იმ ადგილზე სადაც მოხდა ამ დედის და შვილის აღმოჩენა. რეალურად მაშველებმა თავიანთი სიცოცხლის რისკის ფასად ურთულესი ღონისძიებები განახორციელეს და რეალურად ძალიან დიდი პროფესიონალიზმი გამოიჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ისეთ მდგომარეობაში იყვნენ ისინი, რომ აქ მაშველების მოქმედებაზე აღარ იყო დამოკიდებული მათი სიცოცხლე,“-განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა.

ფონიჭალაში #23 კორპუსის მესამე სართულზე მომხდარი აფეთქების შედეგად 2 დაიღუპა, ხოლო 4 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები დამწვრობის ცენტრში რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

პირველადი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშითიბისი ბანკის ერთგული ბარათების აქცია დაიწყო
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე – მინდელის შახტის იმ უბნებზე, რომლებზეც დასკვნა პოზიტიური იქნება, მუშაობა განახლდება