თეთრი სახლიდან საიდუმლო ინფორმაციამ ,,გაჟონა,,

14408365_645709442255913_482466970_oამერიკული მედიის ცნობით, ჰაკერებმა თეთრ სახლში მომუშავე იან მელულის ელექტრონული ფოსტა გატეხეს, რითაც თეთრი სახლის რამდენიმე მაღალი პერსონის შესახებ საიდუმლო ინფორმაცია ხელში ჩაიგდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, იან მელულის მოვალეობაში, პირველი ლედის მიშელ ობამასა და თეთრი სახლის კიდევ რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირის გადაადგილების უზრუნველყოფა შედიოდა. ჰაკერების მიერ ხელში ჩაგდებულ ფაილებს შორის, მიშელ ობამას პასპორტის, დაგეგმილი მგზავრობების მონაცემები და ამასთან დაკავშირებული თეთრი სახლის საიდუმლო სამსახურის გარკვეული გეგმებია.
თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯოშ ერნესტმა განაცხადა, რომ მას ზემოთ მოყვანილი შემთხვევის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს და დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა… ,,თუმცა მინდა გითხრათ, რომ თეთრი სახლი კიბერშეტევისაგან დაცულია,, აღნიშნა ერნესტმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ რუსეთს აფრთხილებს
შემდეგი სტატია,,ბურჯანაძემ პუტინის წინაშე მოინანია,,