თეთრ სახლში აცხადებენ, რომ უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდების საკითხი აქტიური განხილვის პროცესშია

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდების საკითხი აქტიური განხილვის პროცესშია. როგორც „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ჟურნალისტებთან თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ენდრიუ ბეიტსმა ისაუბრა.

თეთრი სახლის ოფიციალური პირების თქმით, იარაღის დახმარების პაკეტის შესახებ, რომელიც მოიცავს კასეტურ საბრძოლო მასალებს, სავარაუდოდ, პარასკევს განაცხადებენ.

„როიტერი“ აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა დამცველმა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ჰიუმან რაითს ვოჩმა“ მოუწოდა რუსეთსა და უკრაინას, შეწყვიტონ კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება. ასევე, ორგანიზაციამ მოუწოდა აშშ-ს, არ მიაწოდოს უკრაინას კასეტური საბრძოლო მასალები.

banner
წინა სტატიაშიროგორ “გაიშიფრა” ირაკლი ხარჩილავასა და ბაჩო ქანთარიას დიდი ტყუილები?!
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი – უკრაინის ხელისუფლება როდესაც დაასრულებს ომს, ქართველი ხალხი მას პასუხს გასცემს